რუსეთი არ არის ის ქვეყანა ლოიალობა რომ დაგიფასოს და თქვას, „უი, ესენი რა კარგი ბიჭები ყოფილან, ლოიალურად იქცევიან“, - ამის შესახებ პოლიტოლოგმა, გია ხუხაშვილმა „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.
„ეს არ არის ის ქვეყანა, რომ ლოიალობა დაგიფასოს და თქვას, რომ „უი, ესენი რა კარგი ბიჭები ყოფილან, ლოიალურად იქცევიან“ და მოგვეფერონ. რუსეთი ჩვენი ხელისუფლების ამ ქმედებას თვლის სისუსტედ და კიდევ უფრო მაგრად აწვება და კიდევ უფრო მეტს ითხოვს. ეს ის შემთხვევაა მელაზე და ჩიტზე - "ერთი ბარტყი გადმომიგდეო" და რომ გადაუგდებ ბარტყს, ამით არ კმაყოფილდება. პირიქით, თვლის, რომ გეშინია და გეუბნება: „კიდევ გადმომიგდე“ და საბოლოო ჯამში, გტოვებს ისე. ეს არის იმპერიული ბუნება და სამწუხაროდ, ჩვენი ხელისუფლება თანახმაა, რომ ეს თამაში ითამაშოს, რამაც ქვეყანა საბოლოო ჯამში, შეიძლება, ძალიან მძიმე შედეგებამდე მიიყვანოს“, - განაცხადა გია ხუხაშვილმა.