ივანიშვილი აპირებს „სინდისის პატიმრების“ თავისუფლებით ვაჭრობას და საუკეთესო დროს არჩევს სარფიანად გასაყიდად, ეს უნდა რომ გააკეთოს ყაველაშვილის ხელით, - ამის შესახებ პოლიტოლოგი გია ხუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

„ბიძინა სინდისის პატიმრებთან მიმართებაში იქცევა კლასიკური ტერორისტული მეთოდით:
ის აპირებს მათი თავისუფლებით ვაჭრობას და საუკეთესო დროს არჩევს სარფიანად გასაყიდად. 
რაც შეეხება ფორმას - ეს უნდა რომ გააკეთოს ყაველაშვილის ხელით,  ორმხრივი ამინისტიით, რათა გაყიდვასთან ერთად ჩაფარცხოს ძალოვანების მიერ ჩადენილი წამების სისტემური დანაშაული.
P.S. ყველას ვთხოვ ამ ბიჭებთან მიმართებაში გამოვიყენოთ მხოლოდ ტერმინი - “სინდისის პატიმარი”. განსხვავება იმაშია, რომ “პოლიტ-პატიმარი” არ გულისხმობს, რომ მსჯავრდებული უდანაშაულოა. ეს ნიშნავს იმას, რომ მის მიმართ მიუხედავად შესაძლო ბრალეულობისა, არსებობს პოლიტიკური მიკერძოება. სინდისის პატიმარი კი ნიშნავს, რომ ის ამასთანავე სრულიად უდანაშაულოა“, - წერს ხუხაშვილი.