ახლა სიების ჩახსნის დადასტურების მოთხოვნა ალოგიკურია, არარსებულში თავისთავად არც სიები არსებობს, - ამის შესახებ პოლიტოლოგი, გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

„პროტესტის მიზანია არჩევნების შედეგების არაღიარება და ხელახალი არჩევნების დანიშვნა. შესაბამისად, ახლა სიების ჩახსნის დადასტურების მოთხოვნა უბრალოდ ალოგიკურია. არარსებულში თავისთავად არც სიები არსებობს“, - წერს ხუხაშვილი.