ბიძინა ივანიშვილის დაპირებების პერიოდები სულ უფრო და უფო მცირდება და ასე პატარ-პატარა გადარბენებით, ცდილობს სისტემის სტაბილურობა შეინარჩუნოს, - ამის შესახებ პოლიტოლოგმა, გია ხუხაშვილმა განაცხადა.
„ერთადერთი გზა, რაც უნდა გააკეთოს ე.წ ხელისუფლებამ, არჩევნების გზაა, მაგრამ ვიცით, რომ ესენი არ გააკეთებენ. ბიძინას ტაქტიკა მარტივია, მას იმედი აქვს, ძალისმიერის შემდეგ, რამენაირად მიაგორებს ინაუგურაციამდე. მერე ახალი წელი მოდის, იმედი აქვს საცივის და ინდაურის, რასაც ჰქვია, იმიტომ რომ ადამიანების იმედი აღარ უნდა ჰქონდეს, რადგან მათ მისი დანახვაც აღარ უნდათ. მაგან იმაზე იფიქროს, რომ საცივში მისი შემორჩენილი, მცირერიცხოვანი მხარდამჭერები ჩაყოფენ თავს და ისინიც განეიტრალდებიან. მას ხომ პრეტენზია აქვს, რომ ძალიან ბრძენია და უძლეველობის მითოლოგიას ქმნის.
მას ყველაზე მეტად ეშინია სისტემის ჩამოშლის და სისტემას ეუბნება, ხალხნო, ცოტა ხანს კიდევ მაცალეთ. ეს ისტორია ხომ ბევრჯერ გვაქვს ნანახი. მისი დაპირებების პერიოდები სულ უფრო და უფო მცირდება და ასე პატარ-პატარა გადარბენებით, ცდილობს სისტემის სტაბილურობა შეინარჩუნოს“, - განაცხადა გია ხუხაშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში.