გია გაჩეჩილაძე: მინდა, მივმართო მანქურთებს, მორჩა, ეს არის თქვენი დასასრულის დასაწყისი

1617964432
ეს არის საქართველო, რომელიც არავითარ შემთხვევაში არ მოკვდება, რამდენიც უნდა აწამონ, ჩეხონ, ესროლონ და იცით რატომ? ის არის უფალი და ვერ ხვდებიან ეს მანქურთები, რომ უფალს ვერ მოკლავ, – ამ სიტყვებით მიმართა ევროპის მოედანზე შეკრებილ მოქალაქეებს მომღერალმა, გია გაჩეჩილაძემ.
მისი თქმით, უფალი ყოველთვის მკვდრეთით აღდგება და დაბადებს ისეთ ადამიანებს, რომელიც ამ ენაზე ილაპარაკებენ, ამ ადგილას იცხოვრებენ და ღმერთი ეყვარებათ.
„აი, საქართველო, რომელსაც არაფერს ეკითხებიან. აი, საქართველო, რომელიც ამდენი ხანია, ყველაფერს ითმენს. აი, საქართველო, რომელიც თავის საყვარელ პატრიარქს პატივს სცემს და მიჰყვება, აი, საქართველო, რომელსაც უყვარს, რომელსაც ცრემლი მოსდის ყველაფერზე, რაც ხდება, აი, საქართველო ლუკა რაზიკაშვილის, ილია ჭავჭავაძის, იაკობ გოგებაშვილის. აი, ეს არის საქართველო სტუმარ-მასპინძლის, „აი იასი“, „ვეფხვისტყაოსნის“, დიმიტრი უზნაძის, ნიკო მუსხელიშვილის, ექვთიმე თაყაიშვილის, სერგო ზაქარიაძის, სესილია თაყაიშვილის, იპოლიტე ხივიჩიასი, დიმიტრი ყიფიანის, სოლომონ დოდაშვილის, სანდრო ახმეტელის, ტიციან ტაბიძის, მირზა გელოვანის, რეზო თაბუკაშვილის და სხვების და სხვების. ეს არის საქართველო, რომელიც არავითარ შემთხვევაში არ მოკვდება, რამდენიც არ უნდა აწამონ, ჩეხონ, ესროლონ და იცით რატომ? ის არის უფალი და ვერ ხვდებიან ეს მანქურთები, რომ უფალს ვერ მოკლავ ვერა. ის ყოველთვის მკვდრეთით აღდგება და დადაბდეს ისეთ ადამიანებს, რომელიც ამ ენაზე ილაპარაკებენ, ამ ადგილას იცხოვრებენ და ღმერთი ეყვარებათ. დაგვინახეთ, დაინახოს ყველამ, ეს ჩვენ ვართ, საქართველო, ეს ჩვენ ვართ, სიყვარული, ეს ჩვენ ვართ მოთმინება და გეუბნებით, რომ ეს საქართველოა. ეს საქართველოა „მრავალჟამიერის“, „ჩაკრულოსი“, ეს საქართველოა „შენ ხარ ვენახის“ და ზუსტად ეს საქართველოა მარადიული. მინდა, მივმართო მანქურთებს, მორჩა, ეს არის თქვენი დასასრულის დასაწყისი“, – განაცხადა გია გაჩეჩილაძემ.