გერმანიის საელჩო თბილისში გერმანიის ფედერალური კანცლერის ოლაფ შოლცისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის პრესკონფერენციაზე, ფედერალურმა კანცლერის შოლცის გაკეთებულ განცხადებას ავრცელებს

"გერმანიის ფედერალური კანცლერის ოლაფ შოლცისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის პრესკონფერენციაზე, რომელიც 2024 წლის 12 აპრილს ბერლინში გაიმართა, ფედერალურმა კანცლერმა შოლცმა განაცხადა:


„მინდა კიდევ ერთხელ ვთქვა: ჩვენ, ისევე როგორც მთელი ევროკავშირი, კრიტიკულები ვიყავით უცხოური გავლენის ორგანიზაციებთან დაკავშირებულ კანონთან მიმართებაში და როდესაც იგი შეაჩერეს, დიდი იმედი გვქონდა, რომ აღარ განიხილებოდა. ამჯერად ახალი საკანონმდებლო ინიციატივაა, რომელიც იმავე მიმართულებით მიდის. ჩვენი კრიტიკა, წინა პერიოდის მსგავსად, იგივე რჩება და ვიმედოვნებთ, რომ ამ კანონს ასეთი სახით არ მიიღებენ და ახლაც გათვალისწინებული იქნება კრიტიკული განცხადებები […]


ევროკავშირს არ აქვს ასეთი რეგულაცია. არსებობს დისკუსია იმის თაობაზე, რომ რაღაც გაკეთდეს, რაც გარკვეულ სფეროებში გამჭვირვალობას უზრუნველყოფს, თუმცა ეს სხვა რეგულაცია და სხვა კონცეფციაა, ვიდრე ის, რომელზეც ჩვენ აქ ვსაუბრობთ. (ევროკავშირში) ის არც მიუღიათ და სავარაუდოდ არც მიიღებენ. არსებობდა გარკვეული რეგულაცია უნგრეთში, რომელიც ევროპის სასამართლომ გააუქმა“.


Bei der Pressekonferenz von Bundeskanzler Olaf Scholz und dem Ministerpräsidenten von Georgien Irakli Kobakhidze am 12. April 2024 in Berlin sagte Bundeskanzler Scholz wörtlich:


 „Deshalb will ich noch einmal sagen: Wir waren wie auch die gesamte Europäische Union kritisch im Hinblick auf das Gesetz in Bezug auf Organisationen mit ausländischem Einfluss und hatten, nachdem das gestoppt worden war, sehr gehofft, dass es nicht wieder zustande kommt. Nun gibt es ein neues Gesetzgebungsvorhaben, das in die gleiche Richtung geht. Unsere Kritik bleibt die gleiche wie das letzte Mal, und wir hoffen, dass auch dieses Gesetz nicht so beschlossen wird, sondern dass sich unverändert an den kritischen Äußerungen orientiert wird […]


Die Europäische Union als solche hat keine solche Regelung. Es gibt eine Diskussion darüber, etwas zu machen, was in bestimmten Bereichen Transparenz herstellt, aber das ist eine andere Regelung und auch ein anderes Konzept als das, was hier diskutiert wird. Es ist auch nicht beschlossen worden, und das wird es möglicherweise auch nicht. Es hat einmal eine Regelung in Ungarn gegeben, die der Europäische Gerichtshof kassiert hat.“
👉 https://www.bundesregierung.de/…/pressekonferenz-von…
© picture alliance/dpa | Kay Nietfeld - ნათქვამია საელჩოს "ფეისბუკში" გავრცელებულ განცხადებაში. 

ცნობისთვის, ირაკლი კობახიძი თქმით,იმედია, გერმანიის კანცლერის სამსახური გაერკვევა, როგორ მოხდა რადიკალი ოპოზიციონერი ლიდერის ერთ-ერთი სახის ჩართვა თარჯიმნად ამ პროცესში - ამ კონკრეტულ ოპოზიციონერ პოლიტიკოსს მოსთხოვენ პასუხს კანცლერის სიტყვების გაყალბებაზე  

თარჯიმანი ზაალ ანდრონიკაშვილი აცხადებს, რომ საქართველოს პრემიერმინისტრის ირაკლი კობახიძისა და გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის ერთობლივი პრესკონფერენციის მსვლელობისას, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით შოლცის განცხადების თარგმნისას სრულიად შეგნებულად ახსენა "აგენტების" კანონი.

ოლაფ შოლცმა განაცხადა: დიდი იმედი გვაქვს, რომ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონს არ მიიღებს საქართველო და პარლამენტი გაითვალისწინებს ჩვენს და საქართველოს მოსახლეობის კრიტიკულ პოზიციას

ცნობისთვის, 9 აპრილს "კი ევროპას! არა რუსულ კანონს!" - თბილისში მსვლელობა დაიწყო

მოგვიანებით კი აქციის მონაწილეებმა დააანონსეს, რომ  პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს 15 აპრილის სხდომაზე განიხილავს.

 საპარლამენტო უმრავლესობამ, პარტიის პოლიტიკურ საბჭოსთან კონსულტაციის შემდეგ, მიიღო გადაწყვეტილება, პარლამენტში ხელახლა წარადგინოს კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“