ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გრეტა წიწავა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძისა და გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცის ერთობლივ პრესკონფერენციას გამოეხმაურა.
დეპუტატი აღნიშნავს, რომ ბრიფინგს პოლიტიკურად ანგაჟირებული, „ნაციონალური მოძრაობის“ მეხოტბე ზაალ ანდრონიკაშვილი თარგმნიდა, რომელმაც თარგმანიც კი გააყალბა, რადგან გერმანიის კანცლერს საერთოდ არ უხსენებია სიტყვა " აგენტი".
„საქართველოს ჰყავს ღირსეული პრემიერი ირაკლი კობახიძე / Irakli Kobakhidze რომელსაც ჰქონდა ძალიან მკაფიო, არგუმენტირებული და ღირსეული
პასუხები ბატონი შოლცისგან გავიგეთ , რომ გამჭვირვალობის კანონპროექტი არანაირი "ე.წ რუსული" არაა და ისიც კარგად გავიგეთ, რომ ამ მიმართულებით ევროკავშირშიც
მუშაობენ. პ.ს: ისე ბრიფინგს პოლიტიკურად ანგაჟირებული , ნაცმოძრაობის მეხოტბე ზაალ ანდრონიკაშვილი რომ თარგმნის, კი არის მისი ნათარგმნი გადასამოწმებელი. ბატონ შოლცს საერთოდ არ უხსენებია სიტყვა " აგენტი", მაგრამ ნაცმოძრაობის მეხოტბემ თარგმანიც გააყალბა“-წერს გრეტა წიწავა სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, ოლაფ შოლცმა განაცხადა: დიდი იმედი გვაქვს, რომ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონს არ მიიღებს საქართველო და პარლამენტი გაითვალისწინებს ჩვენს და საქართველოს მოსახლეობის კრიტიკულ პოზიციას
ცნობისთვის, 9 აპრილს "კი ევროპას! არა რუსულ კანონს!" - თბილისში მსვლელობა დაიწყო
მოგვიანებით კი აქციის მონაწილეებმა დააანონსეს, რომ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს 15 აპრილის სხდომაზე განიხილავს.