გუშინ „ლელოს“ ლიდერებმა საზეიმოდ გაავრცელეს ინფორმაცია, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლომ ჩვენი სარჩელი უმოკლეს ვადაში მიიღო წარმოებაში და მალე გამარჯვებულად გამოგვაცხადებსო. საყოველთაოდ ცნობილია, რომ ევროპულ სასამართლოში გაგზავნილი საჩივრის წარმოებაში მიღებას გარკვეული საფეხურების გავლა, და აქედან გამომდინარე, საკმაოდ დიდი დრო სჭირდება, - ამის შესახებ ადვოკატი გელა ნიკოლაიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, ხაზარაძე-ჯაფარიძის შემთხვევაშიც, სავარაუდოა, რომ მანიპულაციის მცდელობასთან გვაქვს საქმე და სტრასბურგის სასამართლომ უბრალოდ წარმოებაში მიიღო მათი სარჩელი.
„გუშინ „ლელოს“ ლიდერებმა საზეიმოდ გაავრცელეს ინფორმაცია, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლომ ჩვენი სარჩელი უმოკლეს ვადაში მიიღო წარმოებაში და მალე გამარჯვებულად გამოგვაცხადებსო.
საყოველთაოდ ცნობილია, რომ ევროპულ სასამართლოში გაგზავნილი საჩივრის წარმოებაში მიღებას გარკვეული საფეხურების გავლა, და აქედან გამომდინარე, საკმაოდ დიდი დრო სჭირდება. ეს არის საკითხის განხილვამდე და გადაწყვეტამდე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი ბიუროკრატიული და სამართლებრივი პროცედურები, თუმცა, როდესაც სამართლებრივი საკითხების პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება ხდება, ხშირად ვხდებით ხოლმე შეგნებულად ცრუ ინფორმაციის გავრცელების მოწმეები. არცთუ დიდი ხნის წინ ასეთი მანიპულაციებით ხალხის შეცდომაში შეყვანის მცდელობა ჰქონდათ მიხეილ სააკაშვილის მომხრეებს, როდესაც ამტკიცებდნენ, სტრასბურგის სასამართლომ ხელისუფლებას სააკაშვილის უცხოეთში გადაყვანის რეკომენდაცია მისცაო, თუმცა, მალე გამოაშკარავდა ამ ინფორმაციის სიცრუე.
დაახლოებით ანალოგიური მანიპულაციის მცდელობასთან გვაქვს საქმე ხაზარაძე-ჯაფარიძის მიერ გავრცელებულ ზემოხსენებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით. როგორც ჩანს, ამ ეტაპზე სტრასბურგის სასამართლომ, უბრალოდ, რეგისტრაციაში გაატარა მათი სარჩელი, ანუ საშვთა ბიურომ ჩაიბარა მათ მიერ გაგზავნილი დოკუმენტები, ხოლო წინ საჩივრის განხილვის კიდევ მრავალი პროცედურებია. განსახილველად რომც მიიღოს სასამართლომ მათი საქმე, არც ეს იქნება დიდი სიხარულის საფუძველი, რამეთუ ევროპულმა სასამართლომ მანამდე ქართული რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლების ათეულობით საქმე განიხილა, მაგრამ პრაქტიკულად ყველა მათი მარცხით და საქართველოს გამარჯვებით დასრულდა.
ამ ფონზე არც ხაზარაძე-ჯაფარიძის საჩივარს უნდა ჰქონდეს დიდი პერსპექტივა, რადგან, როგორც გავრცელებული ინფორმაციიდან ჩანს, საქმეში ფაქტობრივი აღიარებაც არის, რამეთუ თიბისი ბანკს ჯარიმაც აქვს გადახდილი აღნიშნულ საქმეზე.
ყოველ შემთხვევაში, „ლელოს“ ლიდერების მხრიდან ამ ეტაპზე თავის გამარჯვებულად გამოცხადება და დაფდაფების ცემა სამართლებრივი საკითხებით პოლიტიკური მანიპულირებისა და თაღლითობის აშკარად გამოხატული მაგალითია", - წერს გელა ნიკოლაიშვილი.
სტრასბურგის სასამართლომ უპრეცედენტოდ მოკლე დროში ჩვენი სარჩელი განხილვაში მიიღო - ამის შესახებ პარტია "ლელოს" ლიდერი მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში წერს