განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტმა „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებები პირველი მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა.

ცვლილებების ძირითადი არსი კომიტეტის წევრებს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ ზვიად გაბისონიამ გააცნო. 

თქმით, ცვლილება არ შეეხება ატესტატების აღიარებას. როგორც მან აღნიშნა, ატესტატის აღიარება კვლავ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის კომპეტენცია იქნება.

მომხსენებლის თქმით, სასკოლო პერიოდში გავლილი საგნების აღიარების პროცესი ევროპის ქვეყნებში მთლიანად სკოლებზეა დელეგირებული. შესაბამისად, წარმოდგენილი ცვლილება სრულ შესაბამისობაშია ევროპულ პრაქტიკასთან.
ცვლილებების თანახმად, გარდა სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტისა, შესაძლებელი გახდება საზღვარგარეთ აღიარებული ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში მიღებული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის საბაზო განათლების დამადასტურებელ დოკუმენტთან გათანაბრება.
ზვიად გაბისონიას თქმით, ცვლილება არ შეეხება ატესტატების აღიარებას. როგორც მან აღნიშნა, ატესტატის აღიარება კვლავ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის კომპეტენცია იქნება.