ნიკა მელია არის ის პოლიტიკური პერსონა, რომელთანაც თანამშრომლობა შესაძლებელია, - ამის შესახებ პარტია "ლელო საქართველოსთვის" პოლიტსაბჭოს წევრმა, ფიქრია ჩიხრაძემ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.
„ნიკა მელია ჯერ, როგორც პოლიტიკური ძალა, თავის თანამოაზრეებთან ერთად, არ ჩამოყალიბებულა, ეს სახე არ მიუცია, ის ალბათ, აპირებს მომავალში ამის გაკეთებას. როგორ ჩამოყალიბდება, რა განზრახვა ექნებათ ამ არჩევნებში, ეს ყველაფერი გამოჩნდება, მაგრამ ის რომ ნიკა მელია არის ის პოლიტიკური პერსონა, რომელთანაც თანამშრომლობა არის შესაძლებელი, ეს ჩვენ გამოვცადეთ გარკვეული პერიოდის წინ, როდესაც ადგილობრივი არჩევნების მეორე ტურში მამუკა ხაზარაძის ინიციატივით, ერთგვარი კოალიციური მოდელი იქნა შეთავაზებული საქართველოსთვის და რომ არა მიხეილ სააკაშვილის მოულოდნელ და უცნაურ დაბრუნება საქართველოში, შესაძლოა, სრულიად სხვა სურათი გვქონოდა“, - აღნიშნა ფიქრია ჩიხრაძემ.