დღეს საკონსტიტუციო სასამართლოში მარგალიტებით განსაკუთრებით ირაკლი კობახიძე გამოირჩეოდა, - ამის შესახებ  პარტია „ლელო საქართველოსთვის“ წევრმა, ფიქრია ჩიხრაძემ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

„დღეს საკონსტიტუციო სასამართლოში გაკეთებულ გარკვეულ განცხადებებს ვინიშნავდი, იმიტომ რომ მარგალიტები ითქმებოდა და განსაკუთრებით მარგალიტებით გამორჩეული იყო კობახიძე.  მან რამდენიმეჯერ ხაზგასმულად თქვა, რომ პრეზიდენტის პოზიცია, მათ შორის საგარეო მიმართულებით, იმ საკითხებზე, რომლებზეც ის ვიზიტებს ახორციელებდა, რადიკალურად განსხვავდება ჩვენი პოზიციისგან. მომავალში რამე სხვა სასამართლო თუ შედგება, ვინ არღვევს კონსტიტუციას ამ შემთხვევაში, რომ კონსტიტუციით განსაზღვრული ევროპული და ევროატლანტიკური კურსი საქართველოსი, რომელსაც  უნდა ახორციელებდეს ყველა მისი შტო და ყველა ინსტიტუცია, მმართველი პარტიის წარმომადგენელი, რომელიც განუზომელი გავლენის მატარებელია სახელმწიფო ინსტიტუციებზე სამწუხაროდ, ამბობს, რომ რადიკალურად განსხვავდება მათი შეხედულებები. მაშინ უნდა გვითხრას, რა არის მათი შეხედულებები და რატომ განსხვავდება პრეზიდენტის შეხედულებებისგან, რომელიც ღიად, გახსნილად საქართველოს ევროპულ არჩევანს იცავს“,- განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ.