საზოგადოებას უნდა ვკითხოთ, როგორ წარმოუდგენიათ „ქართული ოცნების“ მმართველობის  დასრულება - ამის შესახებ პარტია „ლელო საქართველოსთვის“ წევრმა, ფიქრია ჩიხრაძემ „ტვ პირველის ეთერში განაცხადა.

„თუ პოლიტიკური სპექტრი, თუ ცალკეული პოლიტიკური ძალები არ გაძლიერდნენ, არც მათი ერთობა და არც მასში საზოგადოებრივი ჩართულობა, არ იქნება  გამარჯვების მომტანი. ამიტომ ჩვენ პირველი რიგის ამოცანად მიგვაჩნია, ის რომ აუცილებლად გავძლიერდეთ, გავაძლიეროთ ჩვენი რეგიონული სტრუქტურები, მუნიციპალიტეტებში ჩვენი წარმომადგენლობა, აქტიურად ვიმუშაოთ საზოგადოებასთან ადა მათ ვუთხრათ, როგორ წარმოუდგენიათ „ქართული ოცნების“ მმართველობის  დასრულება, მათთვის ძალაუფლების ჩამორთმევა“- განაცხადა ჩიხრაძემ.