თბილისში, ევროპის მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, რომელშიც ოპოზიციონერი პოლიტიკოსები აქტივისტები და დემონსტრაციების დროს დაკავებული მოქალაქეების ოჯახის წევრები მონაწილეობენ, არიან არასამთავრობო ორგანიზაციებიც.
საპროტესტო აქციის დაწყებამდე, აქციის მონაწილეები დედაქალაქის 5 ლოკაციაზე შეიკრიბნენ და ევროპის მოედნისკენ მსვლელობით დაიძრნენ, დემონსტრანტებს თან აქვთ სხვადასხვა შინაარსის ბანერები წარწერით: "საქართველო ირჩევს ევროკავშირს", "ყველა დამნაშავე პასუხს აგებს".
აქციის ორგანიზატორების თქმით, დღევანდელი აქციით ისინი ერთი მხრივ ხელისუფლების პოლიტიკას აპროტესტებენ, მეორე მხრივ კი ევროპის დღეს სურთ ევროპას უთხრან, რომ მათი არჩევანი ევროკავშირია.