ყველა ვხვდებით, რომ გვაქვს არაორდინარული არჩევნები. არაორდინარული იმ მხრივ რომ ჩვენ უნდა გავუშვათ რუსები, - ამის შესახებ პოლიტიკური პარტია "ელენე ხოშტარია - დროას" ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ განაცხადა.
„საზოგადოებას უნდა შევთავაზოთ, მაქსიმალური სიცხადე მომავლის შესახებ. სიცხადე, რომელიც მათ დაეხმარება, არჩევანის გაკეთებაში და ნებისმიერ შიშებს, რომელიც მათ შეიძლება ჰქონდეთ, ქაოსის, არასტაბილურობის, ზოგადად მომავლის შიშები... მთელი რიგი კითხვებია, რომლებიც საზოგადოებაში არის და ეს კითხვები კიდევ უფრო მწვავდება მაშინ, როდესაც ყველა ვხვდებით, რომ გვაქვს არაორდინარული არჩევნები. არაორდინარული იმ მხრივ რომ ჩვენ უნდა გავუშვათ რუსები. მგონია, რომ აბსოლუტური კონსენსუსია საზოგადოებაში იმასთან დაკავშირებით, რომ რუსები უნდა წავიდნენ და ეს ქმნის კიდევ უფრო მეტ ღელვას, თუ დაძაბულობას, თუ აუცილებლობას, რომ ამ გაშვების ფონზე, ჩვენ მაქსიმალურად სწორი და ოპტიმალური არჩევანი გავაკეთოთ“,- განაცხადა ელენე ხოშტარიამ „ტვ პირველის“ ეთერში.