რეალურად, ალტერნატივის გარეშე შეუძლებელია ცვლილება და ამაში ინიციატივა ჩვენ უნდა ავიღოთ - ამის შესახებ „დროას“ ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ „ფორმულას“ ეთერში განაცხადა.
„ქართული ოცნების“ ერთ-ერთი სტრატეგია არის ინფორმაციული დაბომბვა საზოგადოების. ამიტომ, ჩვენი ამოცანა უნდა იყოს, არა ვსდიოთ მათ, ამ ინფორმაციულ საკითხებს, არამედ ჩვენ შევქმნათ დღის წესრიგი.
რეალურად, ალტერნატივის გარეშე შეუძლებელია ცვლილება და ამაში ინიციატივა ჩვენ უნდა ავიღოთ. უნდა შეიქმნას დღის წესრიგი და უნდა იყოს კონსოლიდირებული, პროტესტი გონივრული ფორმებით. ხან შევიკრიბებით და ბევრნი ვიქნებით, ხან წერტილოვანი პროტესტი იქნება. ამიტომ, მთავარ ამოცანებზე უნდა ვკონცენტრირდეთ და თანმიმდევრულად ვიმუშაოთ. არა აქვს მნიშვნელობა რას გამოგვიგდებენ ისინი, იქით უნდა გამოვუგდოთ მათ ყველაფერი“- აღნიშნა ელენე ხოშტარიამ.