მერაბიშვილთან პოლიტიკური მომავლის დაკავშირება არის სრულიად გამორიცხული - აბსოლუტური წითელი ხაზია - ამის შესახებ „დროას“ ლიდერმა ელენე ხოშტარიამ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.
„ჩემი ინფორმაციით, მერაბიშვილი მთელს ამ პროცესში იღებდა მონაწილეობას. მე მაქვს მკაფიო პოზიცია, პერსონალუერადაც მძიმე დამოკიდებულება მის მიმართ და მასთან პოლიტიკური მომავლის დაკავშირება არის სრულიად გამორიცხული. ამას ძალიან მკაფიოდ ვიტყვი - აბსოლუტური წითელი ხაზია"- აღნიშნა ელენე ხოშტარიამ.