„ცდილობენ წინასწარვე შექმნან იმის განცდა, რომ ვითომდა არჩევნები გაყალბდება, რადგან, მოგეხსენებათ, ოპოზიციის ძირითადი გეგმა მდგომარეობს იმაში, რომ არჩევნების შემდეგ არეულობა და დესტაბილიზაცია მოაწყონ“, - ამის შესახებ მედიასთან უმრავლესობის დეპუტატმა ეკა სეფაშვილმა განაცხადა არჩევნებში უცხოური ძალების ჩარევის შესახებ კომენტირებისას.
მისი თქმით, კარგად ჩანს, რომ არასამთავრობო სექტორი გარე დაკვეთებს ასრულებს.
„სწორედ ამას ემსახურება წინასაარჩევნოდ არაობიექტური შეფასებები და ოპოზიციის მიკერძოებული მხარდაჭერა. კარგად ჩანს, რომ არასამთავრობო სექტორი გარე დაკვეთებს ასრულებს და არ ცდილობს, სიტუაცია რეალურად შეაფასოს, ქართული საზოგადოებისთვის ობიექტური და მიუკერძოებელი დასკვნის გასაცნობად“, - აღნიშნა ეკა სეფაშვილმა.