საქართველოს პარლამენტის და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში (PACE) საქართველოს მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრი, "ხალხის ძალის" საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანი ეკა სეფაშვილი მონაწილეობს PACE-ს კომიტეტების შეხვედრებში 

საქართველოს პარლამენტის და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში (PACE) საქართველოს მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრმა, ეკა სეფაშვილმა მონაწილეობა მიიღო PACE-ს კულტურის კომიტეტის მედია და საინფორმაციო საზოგადოების ქვე-კომიტეტის შეხვედრაში.


9 სექტემბერს, ედინბურგში გამართულ შეხვედრაზე, ქვე-კომიტეტის წევრებმა განიხილეს ისეთი საკითხები, როგორიც არის „ციფრულ პლატფორმებზე გამოხატვის თავისუფლების საჯარო რეგულირება“, „საფრთხეები მედიის პლურალიზმისა და დამოუკიდებლობის მიმართ“ და „მედიის თავისუფლება სპორტში“, ასევე განისაზღვრა ქვე-კომიტეტის სამუშაო პროგრამა და პრიორიტეტები.


საქართველოს მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრი ეკა სეფაშვილი PACE-ს მონიტორინგის კომიტეტის და სოციალური საკითხები, ჯანმრთელობა და მდგრადი განვითარების კომიტეტის შეხვედრებშიც მიიღებს მონაწილეობას.