„ხალხის ძალის“ წევრი, დეპუტატი ეკა სეფაშვილი ვილნიუსში NATO-ს სამიტს ჟურნალისტებთან გამოეხმაურა.

ეკა სეფაშვილის განცხადებით, როგორც საქართველოსთვის, ასევე, უკრაინისთვის NATO-ში გაწევრიანების შესახებ მიღებულ იქნება პოლიტიკური გადაწყვეტილება:

„არც გვქონდა განსაკუთრებული მოლოდინები, რომ NATO-ს ახალი განცხადებით გარღვევა იქნებოდა. თუმცა გამოვყოფდი ერთ მნიშვნელოვან მომენტს, რაც განსხვავებულია ბუქარესტის სამიტისგან, რომ NATO მხარს უჭერს საქართველოს უფლებას, დამოუკიდებლად განსაზღვროს თავისი მომავალი და საგარეო პოლიტიკის კურსი.

როგორც საქართველოსთვის, ასევე, უკრაინისთვის NATO-ში გაწევრიანების შესახებ მიღებულ იქნება პოლიტიკური გადაწყვეტილება. და, ეს, რა თქმა უნდა, მომავალში იქნება და არა - ახლა.“, - განაცხადა ეკა სეფაშვილმა.