„ჩვენმა ხელისუფლებამ თავიდანვე გამოაცხადა, რომ ორმხრივი ვაჭრობა რუსეთთან არ შეიზღუდება იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ ეს არავითარ ზიანს არ მიაყენებს რუსეთის ეკონომიკას, ხოლო საქართველოს ეკონომიკისთვის იქნება დამანგრეველი", - ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ წევრმა ეკა სეფაშვილმა განაცხადა.
"კოკა-კოლას" სათავო ოფისი გამოსულია რუსეთის ბაზრიდან, მაგრამ თემურ ჭყონია, რომელიც ამ ბიზნესითაა დაკავებული როგორც ჩანს, სარგებლობს საქართველოს და რუსეთთან ორმხრივი ვაჭრობის საფუძველზე ამ შეღავათით. ასეთ ფონზე ცოტა არ იყოს უხერხულია, თუნდაც იმ ადამიანებისგან საქართველოს ხელისუფლების დადანაშაულება ორმხრივ ვაჭრობაში რუსეთთან. მით უმეტეს, ჩვენმა ხელისუფლებამ თავიდანვე გამოაცხადა, რომ ორმხრივი ვაჭრობა რუსეთთან არ შეიზღუდება იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ ეს არავითარ ზიანს არ მიაყენებს რუსეთის ეკონომიკას, ხოლო საქართველოს ეკონომიკისთვის იქნება დამანგრეველი“, - განაცხადა ეკა სეფაშვილმა.