მმართველ პარტიას გიორგი გახარიას მიმართ აგრესიული თავდასხმითი პოლიტიკა აქვს, მაგრამ ეს არ უნდა გადაიზარდოს სხვა პარტიებს შორის დაპირისპირებაში,- ამის შესახებ პარტია „სამართლიანობისთვის“ ლიდერმა, ეკა ბესელიამ განაცხადა
„სამწუხაროა, რომ ის ენერგია და ძალისხმევა, რომელიც ძალიან სჭირდება საარჩევნო პროცესისთვის მზადებას და მათ შორის ბევრ საკითხზე კოორდინაციის აწყობას, კარგი, ერთიანი პლატფორმის შექმნას, ოპოზიციას შორის შიდა კონფლიქტს ხმარდება, ამიტომ არ არის ეს კარგი. ვისურვებ ეს დასრულდეს, რაც შეიძლება მალე და შეიძლება საგნობრივი დისკუსია უფრო სხვა ფორმით გაგრძელდეს. ის რომ მმართველ პარტიას აქვს გიორგი გახარიას მიმართ ძალიან ღია, აგრესიული თავდასხმითი პოლიტიკა, ეს ჩანს, მაგრამ არ არის კარგი, რომ ეს ახლა გაიზარდოს სხვა პარტიებს შორის, ამ ტიპის დაპირისპირებაში, შიდა კინკლაობაში. არასასურველი მიმართულებით მიდის ეს დებატები, რაც არაფრის მომტანია",- განაცხადა ეკა ბესელიამ "ტვ პირველის" ეთერში.