აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა „ჰამასს“ მძევალთა გასათავისუფლებლად დრო 5 ოქტომბრამდე, ვაშინგტონის დროით 18:00 საათამდე მისცა.

ტრამპმა „ჰამასს“ მოუწოდა, მძევლებთან ერთად, ისრაელს დაღუპულთა ცხედრებიც გადასცეს.

ტრამპის განცხადებით, ახლო აღმოსავლეთის დიდი, ძლიერი და ძალიან მდიდარი ქვეყნები, ასევე მომიჯნავე რეგიონები,აშშ-სა და ისრაელთან ერთად, მშვიდობაზე შეთანხმდნენ.

„ამ შეთანხმების ბოლო შანსი თუ არ იქნება გამოყენებული, „ჰამასის“ წინააღმდეგ დაიწყება ისეთი  ჯოჯოხეთი, როგორიც არავის უნახავს“, – წერს დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში.

ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტმა მოუწოდა პალესტინელებს დატოვონ პოტენციური საფრთხის ზონა და გადავიდნენ ღაზის უსაფრთხო რაიონებში.

„დოკუმენტის დეტალები მსოფლიოსთვის ცნობილია და ის ყველასთვის მისაღებია. ჩვენ ამა თუ იმ გზით ახლო აღმოსავლეთში მშვიდობას დავამყარებთ. ძალადობა და სისხლისღვრა შეწყდება. ახლავე გაათავისუფლეთ მძევლები, ყველა მათგანი, მათ შორის გარდაცვლილთა ცხედრები“, – წერს ტრამპი.

თარგმანი: პირველი არხი