აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სამხედრო ლიდერებთან შეხვედრაზე საუბრისას გაიხსენა, როგორ უყვიროდნენ საპროტესტო აქციებზე დემონსტრანტები სამხედროებსა და სხვა ფედერალური სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებს.

დონალდ ტრამპის თქმით, ჯარისკაცებს სურდათ, ფიზიკურად ეპასუხათ აგრესიული მომიტინგეებისთვის, მაგრამ წესების გამო ამას ვერ აკეთებდნენ.

როგორც აშშ-ის პრეზიდენტმა განმარტა, ჯარისკაცებს უნდა შეეძლოთ მომიტინგეებისთვის „დარტყმა“.

„წარმოიდგინეთ, იწყებენ სახეში შეფურთხებას და მას არაფრის გაკეთების უფლება არ აქვს, თუ თქვენთვის მისაღებია, გენერლებო და ადმირალებო, მე ეს მოვხსენი. მე ვამბობ: „ისინი გაფურთხებენ – ჩვენ ვურტყამთ“. კარგია? ვფიქრობ, რომ ასეა“, – აღნიშნა ტრამპმა.

თარგმანი: პირველი არხი