რომ არა ჩემი პარტიული და პოლიტიკური სტატუსი, ნამდვილად ვიდგებოდი 30 აპრილს იქ, სადაც ჩემი ქვეყნის პატრიოტები და ღირსეული თანამემამულეები შეიკრიბებიან! - აცხადებს "ქართული ოცნების" დეპუტატი დიტო სამხარაძე.

"რომ არა ჩემი პარტიული და პოლიტიკური სტატუსი, ნამდვილად ვიდგებოდი 30 აპრილს იქ, სადაც ჩემი ქვეყნის პატრიოტები და ღირსეული თანამემამულეები შეიკრიბებიან! ჩემი ქვეყნის ღირსებისთვის, მშვიდობისთვის, სარწმუნოებისთვის, არა ქვეყნის არევისთვის, არა დამონებისთვის, არა ომისთვისგაუმარჯოს თავმოყვარე ქართველ ერს და დამოუკიდებელ საქართველოს".

შეგახსენებთ: „მოვდივარ“ - ამ სახელწოდების აქცია თბილისში 30 აპრილს გაიმართება. „არა ომს - მშვიდობა ჩვენს ქვეყანას“, - ეს იქნება მთავარი სათქმელი, რომელსაც სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები შეკრებაზე გააჟღერებენ. გზავნილების ადრესატები პოლიტიკური სპექტრი და არასამთავრობო ორგანიზაციები იქნებიან.