ასეთ “ევროპულ” სოციალისტურ პარტიაში არაფერი გვესაქმება ქართული ოცნების ჯარისკაცებს, რომელიც ჩვენი პარტიის დამფუძნებლის, ერისკაცის ბატონი ბიძინა ივანიშვილის საწინააღმდეგო რეზოლუციას მხარს დაუჭერს და სადაც ჩვენი ერის გარყვნისთვის გეგმებს ალაგებენ, ცდილობენ მამა-დედად აქციონ და კაცი-ქალად!  - ამის შესახებ მე-10 მოწვევის პარლამენტის დეპუტატი, "ქართული ოცნების" წევრი დიტო სამხარაძე სოციალურ ქსელში წერს.

"დღეს კიდევ ერთი ქვეყნისთვის საჭირო ნაბიჯი გადადგა ჩვენმა დიდმა ოჯახმა! ვიცავდით, ვიცავთ და დავიცავთ ჩვენი ქვეყნის სიამაყეს, ოჯახის სიწმინდეს, რწმენას, სუვერენიტეტს და ქართულ ადათ-წესებს!  ქართული სული შეუფასებელია, არ არსებობს არაფერი, ჩვენი იდენტობის საპირწონე! არ გაიცვლება და ვერც ვერავინ გვაიძულებს დავუთმოთ❗️ 
დიდება უფალს, გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს🇬🇪✊🏻"- წერს დიტო სამხარაძე. 

ცნობისთვის, ირაკლი კობახიძემ განაცხადა -  მივიღეთ გადაწყვეტილება, დავტოვოთ "ევროპის სოციალისტური პარტიის" დამკვირვებელი წევრის სტატუსი და "ევროპის სოციალისტურ პარტიასთან" დაკავშირებული სხვა გაერთიანებები