ის საქართველოს მოქალაქეები, ვისთვისაც ვიზაზე აქვთ უარი ნათქვამი და ამერიკაში არ შეუშვეს, ყველა ხმას თუ მოგვცემს, საკონსტიტუციო უმრავლესობას ავიღებთ კი არა, მარტო ჩვენ ვიქნებით პარლამენტში - ამის შესახებ "ქართული ოცნების" დეპუტატი დიტო სამხარაძე სოციალურ ქსელში წერს, რითაც ეხმაურება აშშ-ის დეპარტამენტის განცხადებას „საქართველოში დემოკრატიის შელახვის გამო სავიზო შეზღუდვის პოლიტიკის შესახებ".
იმ ქართველის დედა ვატირე, რომელიც ვიზის ან რომელიმე სანქციის შიშით, ომს დაიწყებს და მისი მოქალაქეების სიკვდილის სანაცვლოდ უცხო ქვეყანაში იტანტალებს! ეგეთები გყავთ ოპოზიციაში და იმიტომაა არჩევნებს რომ ვერ იგებენ2. ნებისმიერი სანქცია, რომელიც ჩემი ქვეყნის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტის, მშვიდობის დაცვისთვის შეიძლება დამიწესდეს, ჩემთვის პატივია3. 43 წელი არ გამჩენია სურვილი ამერიკაში გამგზავრებულიყავი და რატომ გონიათ რომ ახლა მომინდება!? თუ მაინცდამაინც, მექსიკიდან გადავიპარები4. ის საქართველოს მოქალაქეები, ვისთვისაც ვიზაზე აქვთ უარი ნათქვამი და ამერიკაში არ შეუშვეს, ყველა ხმას თუ მოგვცემს, საკონსტიტუციო უმრავლესობას ავიღებთ კი არა, მარტო ჩვენ ვიქნებით პარლამენტში5. რასაც საქართველოში გლობალური ომის პარტია გეგმავდა და ახლაც სურს, მისი მონა ენჯეოებით, ურეიტინგო ოპოპარტიების ხელით გააკეთოს, ამის ხელის შეშლისთვის და ამათი გეგმების აღკვეთის საპირწონე სანქცია გალაქტიკაშიც არ არსებობს6. ბავშვებში ლგბტ პროპაგანდის აკრძალვის და გარყვნილობის წინააღმდეგ ბრძოლისთვის ეს სანქცია პირიქით სასარგებლოა7. რამდენიმე თვეში ტრამპი გაიმარჯვებს და ეს სანქციებიც გაუქმდება.