ჩვენ გვეკუთვნის სტატუსი და შეგვიძლია ვიყოთ ევროპული ქვეყნის სტანდარტის შესაბამისი სახელმწიფო! დავამარცხოთ, სიღარიბე, 2012 წელს თუ 1 500 000 ადამიანი ცხოვრობდა სიღარიბეში, დღეს ეს ციფრი მნიშვნელოვნად შემცირებულია, 500 000 -მდე - ამის შესახებ "ქართული ოცნების" დეპუტატი დიტო სამხარაძე სოციალურ ქსელში წერს:

უბრალოდ ფაქტები და არაფერი სხვა

მმართველი გუნდი, ხელისუფლება, ოცნება იბრძვის მშვიდობისთვის, ოპოზიცია - ომისთვის და ქართველების სისხლის ღვრისთვის!ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს ევროკავშირში გაწევრიანებისა და კანდიდატის სტატუსის მიღებისათვის (რომელიც გლობალური ომის პარტიის გამო უსამართლოდ ვერ მივიღეთ და ვფიქრობ არც ახლა მოგვცემენ, რადგან არავის უნდა საქართველოში მშვიდობა, ქართველი მოსახლეობის გარდა), ხოლო ოპოზიცია მაქსიმალურად ცდილობს, რომ სტატუსი არ მოგვანიჭონ! ხელისუფლება მუშაობს რომ ქვეყანა გაძლიერდეს, ოპოზიცია ცდილობს ქვეყანა ჩამოიშალოს! ჩვენ გვინდა ძლიერი საქართველო, ოპოზიციას კი დაჩმორებული, ვიღაცის მონა სახელმწიფო! ხალხი ამას უყურებს და რეალურად აფასებს, უტიფრად ფიქრობს გლობალური ომის პარტია!!!ჩვენ გვეკუთვნის სტატუსი და შეგვიძლია ვიყოთ ევროპული ქვეყნის სტანდარტის შესაბამისი სახელმწიფო! დავამარცხოთ, სიღარიბე, 2012 წელს თუ 1 500 000 ადამიანი ცხოვრობდა სიღარიბეში, დღეს ეს ციფრი მნიშვნელოვნად შემცირებულია, 500 000 -მდე. ჩვენ შევძლებთ, რომ ვიყოთ მისაბაძი ქვეყანა და მერე ერთ ადგილას გაიკეთონ ყველა სტატუსი და სახელი!