10 წელი გავიდა, რაც ქართული ოცნების რეგიონულ სამსახურს ვხელმძღვანელობ! ყველა რეგიონი მაქვს შემოვლილი! გუშინ, მეგობრებთან ერთად ჩამოვთვალეთ საქართველოს ულამაზესი კუთხეები, სოფლები, სადაც ნამყოფი არ ვარ და აუცილებლად მოვინახულებ. რაოდენობის და ჩემი გრაფიკის გათვალისწინებით, რამდენიმე წელი დამჭირდება. - ამის შესახებ პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" რეგიონული სამსახურის ხელმძღვანელი დიმიტრი სამხარაძე სოციალურ ქსელში წერს.
"ჩვენი სამშობლო საქართველო თუ პატარაა, ის ჩემთვის მთელი სამყაროა! თქვენი სანქცია, უვიზო, ჩემს სამყაროში თავისუფლებას ვერ შემიზღუდავს! მხოლოდ ომი, მეორე ფრონტი წამართმევს ჩემს სამყაროს და თავისუფლებას! ამიტომ, ვინმეს ეჭვი არ შეეპაროს, არ დაგემონებით, ვერ გაგვტეხავთ, საქართველოს ვერ დააჩოქებთ!
მე ქართველი ვარ და არანაირი სხვა, ან მაშასადამე და კიდევ რამე მიჩმორებული სისულელე, სხვასთან შესატენი! იქეთ შეგვეხვეწებიან, ჯერ სად არიან!