რორც პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება, სტიქიის შედეგად, სოფელ გომაროში შვიდი ოჯახი დაზარალდა. ძლიერი წვიმის შედეგად მოვარდნილმა ღვარცოფულმა მასამ დააზიანა საცხოვრებელი სახლები და ეზოები.
ერთი სახლი ღვარცოფული მასით თითქმის სრულად დაიფარა. სახლებში დაზიანდა და განადგურდა ავეჯი, ტექნიკა და საყოფაცხოვრებო ნივთები. ასევე, დაზიანებულია ათამდე ავტომობილი.
დაზარალებული ოჯახები მეზობლებთან არიან გადანაწილებული. ადგილზე ელოდებიან მძიმე ტექნიკას, რათა გაწმენდითი სამუშაოები დაიწყოს.
როგორც ადგილობრივები ჰყვებიან, ძლიერი წვიმა გუშინ, საღამოს 18:00 საათისთვის დაიწყო, რის შემდეგაც მოვარდნილმა ღვარცოფულმა მასამ მოანგრია დამხმარე ნაგებობები, ღობეები და სახლებში შევარდა.
სტიქიამ მოსახლეობა ასევე დააზარალა ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ შოყაში, სადაც პირველი არხის გადამღები ჯგუფი ასევე მიემართება.