ამის შესახებ ინფორმაციას timesofisrael-ი ავრცელებს.

მას შემდეგ, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ ყოველკვირეული დილის კაბინეტის სხდომა გამოტოვა, მისმა ადმინისტრაციამ გაავრცელა განცხადება, , რომელშიც ნათქვამია, რომ ნეთანიაჰუ ავად გახდა და მომდევნო სამი დღის განმავლობაში სახლიდან იმუშავებდა.

პრემიერ-მინისტრის ოფისის ცნობით, ნეთანიაჰუმ ღამით ცუდად იგრძნო თავი და იგი გასინჯა იერუსალიმის საუნივერსიტეტო კლინიკა „ჰადაას ელ კერემის“ შინაგანი მედიცინის განყოფილების ხელმძღვანელმა, პროფესორმა ალონ ჰერშკომ, რომელმაც პრემიერ-მინისტრს დაუსვა ნაწლავების ანთების დიაგნოზი, რაც  გაფუჭებული საკვების მიღებით იყო გამოწვეული.

ნეთანიაჰუს პრესსამსახურმა განაცხადა, რომ დამატებითი გამოკვლევების შემდეგ, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი აღმოჩნდა. დაავადებით გამოწვეული დეჰიდრატაციის გამო, ის ასევე ინტრავენურად იღებს სითხეებს.

„ექიმის მითითებების შესაბამისად, პრემიერ-მინისტრი მომდევნო სამი დღის განმავლობაში სახლში დაისვენებს და იქიდან წარმართავს სახელმწიფო საქმეებს“, - ნათქვამია პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციის განცხადებაში.