„მეგობარი აქტი“ და მსგავსი ტიპის გზავნილები არის იმისთვის, რომ [გარე ძალებმა] ხელი შეუწყონ (საქართველოში არსებულ) მილევად აქციებს, სადაც უკვე თითზე ჩამოსათვლელი ადამიანები გამოდიან“, - ამის შესახებ მედიასთან საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფ „ხალხის ძალის“ ხელმძღვანელმა დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა.
მისი თქმით, „დიფ სთეითი“ ხელს უშლის საქართველოსა და აშშ-ის მეგობრობას.
„დიფ სთეითი“ ისევ ფლობს ბერკეტებს იმასთან დაკავშირებით, რომ სამშვიდობო პროცესს ხელი შეუშალოს, (მიუხედავად იმისა, რომ) ეს მსოფლიოს უდიდესი ნაწილის ინტერესია. ასევე, ის ხელს უშლის საქართველოსა და აშშ-ის მეგობრობას“, - აღნიშნა დიმიტრი ხუნდაძემ