დღეს საქართველოს პარლამენტი ახალი წესით პრეზიდენტის არჩევის თარიღზე იმსჯელებს. 

საქართველოს ისტორიაში პირველად პრეზიდენტი ამერიკული მოდელით - არაპირდაპირი გზით აირჩევა, რომელშიც მონაწილეობას სამას წევრიანი კოლეგია მიიღებს. კოლეგია პოლიტიკური პარტიების მიხედვით არჩევნების შედეგების პირდაპირპროპორციულად შედგება.

მმართველი გუნდის განცხადებით პრეზიდენტობის კანდიდატებთან დაკავშირებით მიმდინარეობს აქტიური კონსულტაციები. მათივე თქმით, საქართველოს პრეზიდენტი ის პირი უნდა იყოს, ვინც საკუთარი ქვეყნის ინტერესების მიხედვით იმოქმედებს.