საქართველოს პრემიერ - მინისტრი ირაკლი კობახიძე დღეს 2025 წლის 4 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებზე 63 მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატებს წარადგენს.
17:00 საათზე, "ქართული ოცნების" თავმჯდომარე, საქართველოს პრემიერ - მინისტრი ირაკლი კობახიძე პარტიის გორგასლის ოფისში გამართავს ბრიფინგს, სადაც საზოგადოებას წარმოუდგენს 63 მუნიციპალიტეტში მერობის კანდიდატებს. - ნათქვამია პარტიის პრესსამსახურის გავრცელებულ ინფორმაციაში.
შეგახსენებთ,
7 აგვისტოს "ქართულმა ოცნებამ" თბილისის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარობის 25 კანდიდატი წარადგინა (სია)
31 ივლისს "ქართულმა ოცნებამ" კახა კალაძე თბილისის მერობის კანდიდატად წარადგინა