დღეს, პარტია "ქართული ოცნება" თბილისის მაჟორიტარობის 25 კანდიდატს წარადგენს.

სახელისუფლებო გუნდი 4 ოქტომბრის არჩევნებში, 64-ვე მუნიციპალიტეტში დამაჯერებელ გამარჯვებას ელის.

შეგსხსენებთ, დედაქალაქის მერობის კანდიდატად "ქართულმა ოცნებამ"  კახა კალაძე 31 ივლისს წარადგინა.

პარტიის პრესსამსახურის ცნობით, ღონისძიება 21:00 საათზე დაიწყება.

საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მიმდინარე წლის 4 ოქტომბერს გაიმართება.