ეს არის მორიგი ანტიდასავლური, ანტიევროპული ნაბიჯი, რომელიც პირდაპირ არის რუსეთის ინტერესებში, - ამის შესახებ ანალიტიკოსმა, დავით ზურაბიშვილმა პრემიერ-მინისტრის მიერ გაკეთებული განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.

„ეს არის მორიგი ანტიდასავლური, ანტიევროპული ნაბიჯი, რომელიც პირდაპირ არის რუსეთის ინტერესებში, თუ ვინმეს ინტერესებშია ჩვენს მეზობლებში და მეორეს მხრივ, ეს არის გამოვლინება ბიძინა ივანიშვილის არც თუ მთლად ჯანსაღი დამოკიდებულების საერთოდ მიმდინარე პროცესების მიმართ და მისი არაადეკვატურობის. ეს ადამიანი [ბიძინა ივანიშვილი], რაც  მიტინგზე გამოვიდა და რაც ილაპარაკა, დარწმუნებული ვარ, ვერ აცნობიერებს, სად არის, საერთოდ რა ხდება და თავისი გამოგონილი, პარანოიდული სამყაროდან გველაპარაკება. ანუ მისი წარმოდგენებით როგორცაა სამყარო მოწყობილი, იქიდან გველაპარაკება. ასეთ მდგომარეობაში ქვეყანა პირველად არის, როდესაც ასეთი არაადეკვატური მმართველი ჰყავს და ასეთი უპასუხისმგებლო ხელისუფლება, რომელიც მზად არის ამ არაადეკვატურობას, მთელი ქვეყანა გადააყოლოს“, -  განაცხადა დავით ზურაბიშვილმა „ტვ პირველთან“.

პრემიერი: პირდაპირი ფორმით დაგვემუქრნენ ფიცოს ბედის გაზიარებით, თუ იქნება ინტერესი რომელიმე  ქვეყნის მხრიდან, მზად ვარ, გამოძიებას მივცე ინფორმაცია და მტკიცებულებები