საარჩევნო შედეგებზე შესაძლოა, სწორედ ღარიბაშვილი იყოს უფრო მნიშვნელოვანი ფიგურა, იმიტომ რომ წინასაარჩევნო პროპაგანდა კარგად გამოსდის. მაგალითად, ეკლესიაში მღვდლებთან ერთად ღარიბაშვილი რომ ივლის,  ეს უფრო გასაგები იქნება ამომრჩევლისთვის. კობახიძე სანთლით ხელში და რაღაც დიდი მორწმუნე, არ გამოიყურება ისე დამაჯერებლად,- ამის შესახებ „ფორმულას“ ეთერში ანალიტიკოსმა, დავით ზურაბიშვილმა სამთავრობო ცვლილებებზე საუბრისას განაცხადა.

„წინასაარჩევნოდ მთავრობაში, საზოგადოებისთვის ყველაზე უსიმპატიო ტიპის მიყვანა (პოლიტიკურ სიმპათიაზე ვსაუბრობ, ცხადია), რომელსაც მოყოყმანე ამომრჩევლებშიც, კონსერვატიული თუ არაკონსერვატიული, პროდასავლური თუ არადასავლური, არცერთ ამომრჩევლებში ავტორიტეტი არ არის კობახიძე. ეს ჩანს სოციალური ქსელებიდან, გამოხმაურებებიდან. კობახიძის მხარდამჭერი, მართლა რომ გულით უყვარდეს, ასეთი ადამიანი უბრალოდ არ ვიცით. ღარიბაშვილის მხარდამჭერები ვიცით, სანათესავო, სამეგობრო ჰყავს და თავისი ხალხი მოჰყავს. საარჩევნო შედეგებზე შესაძლოა, სწორედ ღარიბაშვილი იყოს უფრო მნიშვნელოვანი ფიგურა, იმიტომ რომ წინასაარჩევნო პროპაგანდა კარგად გამოსდის. მაგალითად, ეკლესიაში მღვდლებთან ერთად ღარიბაშვილი რომ ივლის,  ეს უფრო გასაგები იქნება ამომრჩევლისთვის. კობახიძე სანთლით ხელში და რაღაც დიდი მორწმუნე, არ გამოიყურება ისე დამაჯერებლად, მარტივად რომ ვთქვათ",- განაცხადა დავით ზურაბიშვილმა.