აზრზე არა ვარ რატომ შვრებიან ასე და რა უნდათ. იმასაც ვეჭვობ, რომ არც თვითონ იციან ხეირიანად. - ამის შესახებ ოპოზიციონერი პოლიტიკოსი დავით ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რითაც ეხმაურება პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის დღევანდელ შეფასებებს შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით.
მთელი დღეა ვცდილობ მივხვდე, თუ ისეთს რას შეიძლება ეუბნებოდეს ბიძინა ივანიშვილი კობახიძეს, გომელაურს და კამპანიას, რომ ისინი ამის მერე გამოდიოდნენ და ფსკერის გახვრეტის რეკორდებს ამყარებდნენ გნებავთ ზნეობის და მორალის, გნებავთ საღი აზრის და გონიერების, გნებავთ პოლიტიკური მიზანშეწონილობის თვალსაზრისით? არადა ფაქტია, რომ საქმე გვაქვს არა მარტო პოლიტიკურ სადიზმთან საზოგადოების მიმართ, არამედ პოლიტიკურ მაზოხიზმთანაც საკუთარი თავის მიმართ.
ჰოდა, დღის ბოლოს ვაღიარებ, რომ ვერაფერსაც ვერ მივხვდი. აზრზე არა ვარ რატომ შვრებიან ასე და რა უნდათ. იმასაც ვეჭვობ, რომ არც თვითონ იციან ხეირიანად. - წერს დავით ზურაბიშვილი.