ჰელსინკის კომისიის მიმართ საქართველოში ნულოვანი ნდობაა - ასე ეხმიანებიან "ქართულ ოცნებაში" შეერთებული შტატების ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის კომისიაზე საქართველოს შესახებ განხილვას. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ იმ უწყების სუბიექტური დასკვნები, რომელიც არაერთ სკანდალში თავად არის გახვეული, საქართველოსთვის ზეგავლენის ბერკეტად არ გამოდგება.
შეგახსენებთ, ე.წ. ჰელსინკის კომისიაში არსებულ სისტემურ კორუფციასა და არაეთიკურ ქმედებებზე ამჟერად სახელმწიფო დეპარტამენტის და კონგრესის ყოფილი მაღალჩინოსანი სტივენ შრაგე ალაპარაკდა.
"ნდობა არც აქამდე იყო მაღალი, ჩვენ გვახსოვს სუბიექტური დამოკიდებულება საქართველოს მიმართ, ჯერ იმ ადამიანების მიწვევით, ვინც პირდაპირ საქართველოს ანტიქართულ რიტორიკაში იყვნენ გამორჩეულები. გაჟღერდა ბრალდებები ჰელსინკის კომისიის წევრების მიმართ, სადაც არის მთელი ჩამონათვალი იმ დანაშაულებისა, რომელშიც მათ პრაქტიკულად სდებენ ბრალს, ბუნებრივია. მართლაც ჩალის ფასი აქვს ამ კომისიას და ამ კომისიის მიერ განხორციელებულ აქტივობებს. საქართველოზე ძალმომრეობა ჰელსინკის კომისიის გავლით, როგორც ინსტრუმენტის გამოყენებით, არ გამოუვათ ამ ძალებს“, - აცხადებს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი.




