„ქართული ოცნების“ მიერ გადადგმული ნაბიჯი გიორგი კეკელიძის მიმართ, რა თქმა უნდა არის პოლიტიკური ნაბიჯი და წინა საარჩევნოდ მიღებული რეპრესიული გადაწყვეტილება.“ - ამის შესახებ მე-10 მოწვევის პარლამენტის, საპარლამენტო ფრაქციის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, დავით ხაჯიშვილმა
„ეს არის წინა საარჩევნოდ რეპრესიების გაგრძელება, იმ რესურსის გამოყენების მცდელობა. ასევე, აბსურდული იყო მიზეზი თუ რატომ გაუშვეს, თურმე 11 წელი ყოფილა დირექტორი. 12 წელია „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში ივანიშვილია და რატომ არ მიდის მაშინ? ეს არის აბსურდული მიზეზი და ალბათ, ილია ჭავჭავაძესაც არ მოეწონებოდა ის ნაბიჯი, რაც გადადგა დღეს „ქართულმა ოცნებამ“ კეკელიძის მიმართ. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ჩვენ შეგვიძლია დავუკავშიროთ პოლიტიკურ ნაბიჯს და წინა საარჩევნო რეპრესიებს.“ - განაცხადა დავით ხაჯიშვილმა
ცნობისთვის, ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის თანამდებობაზე გიორგი კეკელიძეს კონსტანტინე გამსახურდია შეცვლის