ნიკოლოზ რაჭველი — ქართველი მუსიკოსი, ევგენი მიქელაძის სახელობის საშემსრულებლო ხელოვნების ეროვნული ცენტრის სამხატვრო ხელმძღვანელი, საქართველოს სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრის მთავარი დირიჟორი, კომპოზიტორი და პიანისტი ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის გიორგი კეკელიძის შეცვლას ეხმაურება.
"გიორგი კეკელიძისთვის ბიბლიოთეკის დატოვების გადაწყვეტილება უდრის დანაშაულს არა მხოლოდ იმ საქმის წინაშე, რასაც ასე კარგად ემსახურებოდა, არამედ ადამიანის, როგორც უზენაესი ღირებულების წინააღმდეგ მიმართულ ქმედებას და მიმაჩნია, რომ ესეც არის ის, რასაც ვუწოდებთ ბოროტებას! That’s all!" - წერს ნიკოლოზ რაჭველი.