სასამართლოზე ისე ლაპარაკობთ, თითქოს სოლომონ ბრძენის სასამართლო გვაქვს, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი - დებატები“ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა დავით დარჩიაშვილმა.

მისივე თქმით, არის საქართველოს სასამართლო სისტემა კატასტროფული კრიტიკის ქვეშ არის.

„ამიტომ რაღაცნაირად გაითვალისწინეთ, რომ საზოგადოების საკმაოდ მნიშვნელოვან სეგმენტში არის დიდი უნდობლობა იმ სასამართლოს მიმართ, რომელიც შტამპავს გადაწყვეტილებებს ტროტუარზე დგომის გამო სანქცირებაზე“, - განაცხადა დავით დარჩიაშვილმა.

პასუხად პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თორნიკე ჭეიშვილმა განმარტა, რომ „ტროტუარზე დგომის გამო არავინ არავის აჯარიმებს, აქ საუბარია შეკრება-მანიფესტაციის წესის დარღვევაზე“.