"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი იდეოლოგი, დავით დარჩიაშვილი, მინეაპოლისში, ფედერალურ აგენტებსა და პროტესტის მონაწილეებს შორის შეტაკებებს სოციალურ ქსელში ეხმიანება და წერს, რომ ამერიკელი სამართალდამცავები და ამერიკული სამართალდაცვაცივილიზებულობის მაგალითი ვეღარავისთვის იქნება. დარჩიაშვილის შეფასებით, აშშ, ყოველდღიურად ანგრევს იმ საფუძვლებს, რაზეც აქამდე იმიჯის დონეზე მაინც იდგა.
ასევე, მას "ველური არაპროფესიონალიზმის" მაგალითად მოჰყავს ოფიცრების ხელმძღვანელის მიერ გამოძიების დასრულებამდე მსხვერპლისთვის ტერორისტობის დაბრალება.
"მინეაპოლისში სროლებს (უკვე მეორე ადამიანია მოკლული ფედერალური სააგენტოს ოფიცრების ხელით) კიდევ ერთი შედეგი აქვს: ამერიკელი სამართალდამცავები და ამერიკული სამართალდაცვა ვეღარავისთვისიქნება ცივილიზებულობის მაგალითი. ამერიკა ყოველდღიურად ანგრევს იმ საფუძვლებს, რაზეც იდგა აქამდე იმიჯის დონეზე მაინც: კაცს ჯერ ართმევენ იარაღს, რომლის ტარების კანონიერი უფლება ჰქონდა. ის ნერვიულობს, წინააღმდეგობას წევს, როდესაც თავზე ოფიცრები აზიან და, ამ მოტივით, თუ სრულიად გაუწვრთნელობის გამო, რამდენიმე ოფიცერი მას ცხრილავს. კი მქონდა ნანახი ასეთი რამეები, მაგრამ მარტო მართლა მემარცხენე რეჟისორების მიერ გადაღებულ ამერიკულ ფილმებში. ახლა ეს ლაივში ხდება. ხო, კიდევ ერთი მაგალითი ველური არაპროფესიონალიზმის: ამ ოფიცერთა ხელმძღვანელი გამოძიებას არ ელოდება და ისევ მსხვერპლს აბრალებს ტერორისტობას", - წერს დავით დარჩიაშვილი სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, 24 იანვარს მინეაპოლისში ფედერალურმა აგენტებმა კიდევ ერთი ადამიანი მოკლეს. აშშ-ის შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტის (DHS) ცნობით, იმიგრაციის და საბაჟო აღსრულების (ICE) აგენტებმა მამაკაცს, რომელიც მათ ცეცხლსასროლი იარაღით უახლოვდებოდა, თავდაცვის მიზნით გაუხსნეს ცეცხლი. შემთხვევას გამოეხმაურა აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, რომელიც მინეაპოლისში მომხდარ მკვლელობაში, პასუხისმგებლობას ქალაქი მერს და მინესოტის გუბერნატორს აკისრებს და მათ "აჯანყების წაქეზებაში" ადანაშაულებს.




