დასავლური მხარდაჭერის გარეშე ქართული ლარი აორთქლდება - ივანიშვილი ცეცხლს ეთამაშება,- ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის" ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით ბერძენიშვილმა „პალიტრანიუსთან“ განაცხადა.
„უამრავი რამ, რაც ქვეყანაში ხორციელდება, ხორციელდება სწორედ დასავლური ფინანსური მხარდაჭერის შედეგად, აორთქლდება ქართული ლარი დასავლური მხარდაჭერის გარეშე, მით უმეტეს თუ იქნება საპირისპირო მიდგომები და ქართული ეკონომიკა ნამდვილად არ წარმოადგენს იმ ოდენობას და არც რუსეთს არ აქვს ის შესაძლებლობები, რომ შეეშველოს ქართულ ეკონომიკას ასე, რომ ცეცხლს ეთამაშება ივანიშვილი, ბელარუსიზაციას ცდილობს, ლუკაშენკოს როლის მორგებას ცდილობს. აშკარა არაადეკვატურობასთან გვაქვს საქმე“, - განაცხადა დავით ბერძენიშვილმა.