სამწუხაროდ საქართველოს ხელისუფლებას არასოდეს ესმის პრეზიდენტ ზურაბიშვილის სწორი რჩევები - ამის შესახებ უკრაინის რადას ფრაქციის, „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარე, დავით არახამია სოციალურ ქსელში წერს.
„რუსეთის ფედერაციასთან ფრენების აღდგენას ბოიკოტი გამოუცხადა პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა. სამწუხაროდ, საქართველოს ხელისუფლებას არასდროს არ ესმის პრეზიდენტის სწორი რჩევები. ჩვენ გავიგეთ და დღეს დასანქცირებულია ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისი” და მისი მფლობელი.
მადლობა ქ-ონ სალომეს და პრეზიდენტის აპარატს. მადლობა უკრაინის უსაფრთხოების საბჭოს დროული რეაგირებისთვის“,- წერს არახამია.