ჩვენ ვიცით, რომ საქართველოშიც უამრავი რუსული აქტივია და კარგი იქნებოდა საქართველოს ხელისუფლებას კანადის მსგავსად მოეხდინა ამ აქტივების კონფისკაცია - ამის შესახებ უკრაინის რადას ფრაქციის, „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარე, დავით არახამია სოციალურ ქსელში წერს.

„კანადის პრემიერ-მინისტრის ჯასტინ ტრიუდოს ვიზიტი შედგა კიევში.
პრემიერმა უკრაინის დახმარების ახალი პაკეტი წარადგინა, რომელიც მოიცავს, როგორც სამხედრო, ასევე ფინანსურ დახმარებას. კანადამ უკრაინას პირველად გადასცა თვითმფრინავი. 
კანადა არის ერთ-ერთი ლიდერი ქვეყანა რუსული აქტივების კონფისკაციის მიმართილებით.  მთელს მსოფლიოში არის გაყინული რუსული აქტივები, რომლებიც დროთა განმავლობაში გამოყენებული იქნება უკრაინის აღდგენისთვის. 
კიდევ ერთხელ დავრწმუნდით იმაში, რომ ჩვენი ქვეყნები მჭიდროდ არიან დაკავშირებულნი დემოკრატიული ფასეულობების კუთხით და ვისაუბრეთ იმაზე რომ მთელი მსოფლიო გაერთიანებულია რუსული აგრესიის წინააღმდეგ. 
ჩვენ ვიცით, რომ საქართველოშიც უამრავი რუსული აქტივია და კარგი იქნებოდა საქართველოს ხელისუფლებასაც გამოეჩინა მსგავსი სოლიდარობა. თუმცა, ვიცით რომ ამ ეტაპზე ამის მოლიდინი არ უნდა გვქონდეს. კარგად გვესმის, რომ თუ მჭიდრო ურთიერთოებს დავამყარებთ კანადასთან, რომელშიც ფართოდ არის განვითარებული წარმოება, ეს საქართველოსთვისაც კარგი მაგალითი იქნებოდა ისეთი საზოგადოების ფორმირებისთვის, რომელშიც ადამიანებს აქვთ კეთილდღეობა, საუკეთესო განათლება და სამეიდიცნო მომსახურება. 
იმედი მაქვს დასკვნებს გამოვიტანთ, როგორც უკრაინისთვის, ასევე საქართველოსთვის“, - წერს არახამია.