პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე "მინისტრის საათის" ფორმატში დეპუტატების კითხვებს პასუხობს, დეპუტატებს შორის დაპირისპირება მოხდა.
„ქართული ოცნების“ დეპუტატმა ლევან მგალობლიშვილმა ოპოზიციონერ კოლეგას, თინა ბოკუჩავას „ნაბიჭვარი“ უწოდა.
რეპლიკას „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატის ანა წითლიძე გამოეხმაურა და ლევან მგალობლიშვილის ქაღალდები ესროლა. ლევან მგალობლიშვილმა მიკროფონი მოხსნა და ცდილობდა, ანა წითლიძის მისამართით ესროლა, თუმცა მანდატურმა შეაჩერა.
ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, როდესაც რატი ბრეგაძემ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებული სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება შეაფასა. თინა ბოკუჩავაm მინისტრს სიტყვა გააწყვეტინა და განაცხადა, რომ რატი ბრეგაძე ტყუილს ამბობდა.
რატი ბრეგაძემ მიმართა მოადგილე ბექა ძამაშვილს, რომ ამოუბეჭდონ დეპუტატს სტრასბურგის გადაწყვეტილება სააკაშვილის საკითხზე და მარკერით გაუხაზონ თვალსაჩინოებისთვის.
პლენარულ სხდომაზე ტექნიკური შესვენება გამოცხადდა, ლევან მგალობლიშვილი სხდომათა დარბაზიდან გაიყვანეს