„გირჩი მეტი თავისუფლების“ წევრი, ბორის (ჩელე) ყურუა აცხადებს, რომ მას სახლთან უცნობი პირები ფიზიკურად გაუსწორდნენ.
„შეიძლება 12 იყო, შეიძლება 6, მინიმუმ 6. სახლში რომ მოვედი, ვნახე, რომ ვიღაც მელოდებოდა სადარბაზოსთან, ერთი ჩანდა და დავუყვირე - მე მელოდები? აქედანაც გამოვარდნენ, მანქანის უკან იყვნენ დამალულები, უკნიდან ვიღაცამ დამარტყა, წამაქცია და მერე ფეხით შემდგნენ, მერე გაიქცნენ.
მხარი მაქვს ამოვარდნილივით, თავზე მეორე თავი გამომეზარდა, ცოტა მტკივა, ისეთი არაფერია, რაც არ მომირჩება, მგონი თითი მაქვს ამოვარდნილი. ბარიგას მეძახდნენ “ - აცხადებს „ტვ პირველთან“ ყურუა.