ივანიშვილის ნებისმიერი გამოსვლა, „ოცნებას" ამომრჩეველს დააკარგვინებს. ის არ არის სპიკერი, ორატორი, ინტელექტუალი, რომელსაც შეუძლია საუბრით ვიღაც მოხიბლოს. ის არის ადამიანი, რომელიც ძალიან კარგია ავტორიტეტად,- ამის შესახებ „გირჩი - მეტი თავისუფლების“ წევრმა, ბორის ჩელე ყურუამ განაცხადა.

„როგორც კი ბიძინა ივანიშვილი საუბარს დაიწყებს, ეს მათ ხმებზე ითამაშებს ძალიან უარყოფითად. ჩემი აზრით, ამ ადამიანის ნებისმიერი გამოსვლა, „ქართულ ოცნებას" ამომრჩეველს დააკარგვინებს. სინამდვილეში ეს ადამიანი არის ავტორიტეტი. ის არ არის სპიკერი, ორატორი, ინტელექტუალი, რომელსაც შეუძლია საუბრით ვიღაც მოხიბლოს. ის არის ადამიანი, რომელიც ძალიან კარგია ავტორიტეტად, რომელიც უნდა ჰყავდეს ბატონად ამ ცხვრის ფარას"- განაცხადა ბორის-ჩელე ყურუამ „ტვ პირველის" ეთერში.