ადგილზე იმყოფებოდა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი გენადი ბალანჩივაძე, საკრებულოს თავმჯდომარე თეიმურაზ ჭეიშვილი, საკრებულოს წევრი ავთანდილ მხეიძე. მუნიციპალიტეტის მერის გენადი ბალანჩივაძის განცხადებით, წყალტუბოში განხორცეილდა მასშტაბური პროექტი - საკანალიზაციო ქსელის მოწყობა, რომელიც ძირითადად მიწისქვეშა სამუშაოებს ითვალისწინებდა.
აუცილებელი გახდა დაზიანებული გზის საფარის აღდგენა, ეტაპობრივად მოხდება იმ ქუჩების რეაბილიტაცია, რომელიც ამ საუშაოებისას დაზიანდა“ - განაცხადა გენადი ბალანჩივაძემ. გზების ტერიტორიაზე მოვლა-შენახვის სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება. გზებთან ერთად (ცივი ტბის ტერიტორიაზე) სრულდება გამწვანების სამუშაოები, ცენტრალურ პარკში დამატებით განთავსდა ნაგვისშემკრები კონტეინერები.