ახლა გვაქვს შანსი მსოფლიოს გავაგებინოთ, რომ უკრაინამდე ვიყავით ჩვენ და ჩვენ უფრო მაგრად დავიჩაგრეთ, - ამის შესახებ „გირჩი - მეტი თავისუფლების“ წევრმა, ბორის ჩელე ყურუამ განაცხადა.
„ბიძინა ივანიშვილის და ზოგადად, „ქართული ოცნების“ გზავნილი ის კი არა არის, რომ საქართველოს მოსახლეობას მაინც და მაინც დააჯეროს, რომ ჩვენ ახლა „ნაციონალებს“ დავშლით, ჩემი აზრით, უკვე ფეხებზე ჰკიდიათ ვინმეს დასჯა. ზოგადად, ადამიანი ფიქრობს, რომ ვინმე თუ დასასჯელი იყო, 12 წლის განმავლობაში პროკურატურის რეფორმა რა ვერ გაატარე და სასამართლოს რეფორმა რა ვერ გაატარე, რომ დამნაშავისთვის ბრალი წარგედგინა და ციხეში ჩაგესვა. ამას აკეთებენ, იმიტომ რომ ისრები გადაიტანონ ისევ და ისევ რუსეთისკენ, რომ რუსეთი ცუდი კი არ არის სინამდვილეში, მათი პროპაგანდა დიდი ხნის განმავლობაში ამუშავებდა ამ საკითხს, მაგრამ გვავიწყდება ის გენოციდი, რაც აფხაზეთში მოგვიწყვეს? ამაზე რატომ არაფერს ლაპარაკობენ? ახლა გვაქვს შანსი მსოფლიოს გავაგებინოთ, რომ უკრაინამდე ვიყავით ჩვენ და ჩვენ უფრო მაგრად დავიჩაგრეთ. შეუძლებელია, ადამიანს, რომელსაც უჭირს, სიღარიბე, ეკონომიკაა მთავარი პრობლემა... რომ ამბობენ ხოლმე, გზები ვჭამოთო, დასჯილი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ვჭამოთ არჩევნების მერე?“, - ამბობს ბორის ჩელე ყურუა.